გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს. სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო. პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი.
ფაუნის სახეობათა გამრავლების და ბუნებაში აღდგენის მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ამ ეტაპზე სააგენტოში ბინადრობს 500-მდე კოლხური ხოხბის ოჯახი; 3000-მდე კაკაბი და 20-ზე მეტი პორფირიონი ანუ ხონთქრის ქათამი.