logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი
- +

25 თებერვალი. 2020. 21:08

 

 

“მასთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი, – ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს ყოფილ-პრემიერ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან.

 

„შალვას ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო ვინც ვსხედვართ, უმეტესობა ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და ხვალაც კონკურენტები ვიქნებით. მე იქ არავინ შემირჩევია, ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს. პირადად ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი. ის არის დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული თავისუფლება აკეთოს ის, რაც მოუნდება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner