logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად დამნაშავე ორგანიზაციაა
- +

25 თებერვალი. 2020. 22:17

 

 ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მერაბიშვილი „ნაცოინალურ მოძრაობასთა“ იქნება, თუ „ევროპულ საქართველოსთან“.

 

ანალიტიკოსი გაკვირვებულია, რატომ ცდილობენ მერაბიშვილისგან დისტანცირებას ის ადამიანები, რომლებიც ვანოსგან დავალებულნი არიან.   

 

„ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიიღებს მერაბიშვილს და ვინ არა. ეგ მათივე ნაწილია, თანაც, მიღებაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა ვანო მერაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემოქმედი. მათი ხერხემალი იყო თავის დროზე. რასაკვირველია, ეგენი რომ იძახიან, მივიღოთ თუ არ მივიღოთო, პირიქით არის საქმე, ვანომ მიიღო ეგენი თავის დროზე. მათი ურთიერთობების რღვევა რაიმე ლოგიკის ჩარჩოების გარეთაა, დღეს რა ურთიერთობებია მათ შორის, ეს არ ვიცი, მაგრამ არსებითად ესენი არიან ერთნი, მათ გამუდმებით ელანდებათ დამხობა, ხელისუფლების მოხვეჭა, სარგებლის მიღება ნებისმიერი სიტუაციიდან. ჰიბრიდული რეალობა გვაქვს, ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური პარტია, ჰყავს ამომრჩეველი, დაცულია სამართლით მისი უფლებები, საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის აბსოლუტურად დამნაშავე ორგანიზაცია.  ასეთი ვითარების გაძლება გვიწევს და აქედან ცალსახა გამოსავალი არ არსებობს. ვითარება როცა ჰიბრიდულია, ვერ იპოვი სამართლებრივ გზას. ამიტომაც შეიძლება დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ, მაგრამ ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ იქნებ გზა გაიხსნას და ალტერნატივა გამოჩნდეს,“ - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner