logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: 21 ივნისს ადარებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს
- +

25 თებერვალი. 2020. 23:34

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დღევანდელი მთავრობა მათნაირ დანაშაულს ჩასდის, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო და ძალაუფლების დაკარგვის პირველი დღიდან დაიწყო მუშაობა იმაზე თუ როგორ შემოეტრიალებინა დამარცხება.

 

„პირველი დღიდან, როგორც კი ხელისუფლება დაკარგეს დაიწყო ყველა მათი შესაძლებლობებით აგიტაცია იმის შესახებ, რომ ეს არ იყო დანაშაული. მერე გადავიდნენ იმაზე, რომ დანაშაული ყველას მოსდის და მთავარი, რასაც დაეყრდნენ, რომ აგერ, რა ხდება დღეს. ესენი ცდილობენ მთელი საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ყველა მაგას ჩადის, ეს მთავრობაც ამას ჩადის. 21 ივნისს ადარებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს. ყველაზე საინტერესოა, რომ ამაში მონაწილეობს ქალბატონი ბურჯანაძე, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა და ყველაფერი იცოდა, ყველაფრის მოწმე იყო. მეტსაც გეტყვით, ერთადერთი შესაძლებლობა როცა ჰქონდა, რომ გადაწყვეტილება მიეღო როგორც პოლიტიკოსს ამ ქვეყნის სასარგებლოდ, როდესაც 2008 წელს არჩევნები გაყალბდა და ამაში მთელი მანქანა ასე ვთქვათ „საერთაშორისო ბანდის“ მონაწილეობდა,  რომ როგორმე „გაეპრავებინათ“, ერთადერთი შემთხვევა ჰქონდა, რომ დაემტკიცებინა ქართველი ხალხისთვის, რომ ის მართლაც პოლიტიკოსია. და მაშინაც კი ვერ გაბედა ამის თქმა, როდესაც ეს აბსოლუტურად ნათელი იყო“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, ის რომ სწორედ ეს ადამიანები გაერთიანდნენ ოპოზიციაში შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან ყველა მათგანი ამა თუ იმ ფორმით „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება.

 

„ყველანი ერთად შეიკრიბნენ. ეს არ არის შემთხვევითი. ისინი არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და არიან ისინი, ვინც უნდა იყვნენ. ისინი ყველანი არიან მონაწილე ამ უბედურების. ამა თუ იმ ფორმით. იმათი „გამპრავლებლები“, იმათი ხელშემწყობები, იმათი გულშემატკივრები“, - განაცხადა რეჟისორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner