logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან თუ არა ჩემი საფიქრალი არ არის
- +

26 თებერვალი. 2020. 20:23

 

 

“საზოგადოებამ უნდა იფიქროს, მართლები ვიყავით თუ არა როცა ვამბობდით, რომ ეკლექტიკა და განსხვავება არ ქმნის იმის საფუძველს, რომ ოდესმე თუკი ეს გაერთიანებული ოპოზიცია რაღაც უპირატესობას მოიპოვებს, შექმნის სტაბილურ მთავრობას და მითუმეტეს სტაბილური მართვის სისტემას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების დასახელების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიცია შეთანხმდება თუ არა მისი საფიქრალი არ არის.

 

“შეთანხმდებიან თუ არ შეთანხმდებიან ეს ჩემი საფიქრალი არ არის. საზოგადოებამ უნდა იფიქროს, მართლები ვიყავით თუ არა როცა ვამბობდით, რომ ეკლექტიკა და განსხვავება არ ქმნის იმის საფუძველს, რომ ოდესმე თუკი ეს გაერთიანებული ოპოზიცია რაღაც უპირატესობას მოიპოვებს, შექმნის სტაბილურ მთავრობას და მითუმეტეს სტაბილური მართვის სისტემას. ეს არის პრობლემა და არა ის, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა თუ არა ხელისუფლების შენარჩუნება, პარტიული ინტერესიდან არ გამოდის ჩვენი პოზიცია და ეს დღევანდელმა ვითარებამ დაადასტურა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner