logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში და იტალიაში თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან
- +

26 თებერვალი. 2020. 23:18

 

 

“მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის, შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია”- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია.

 

გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები ხშირად სვამენ კითხვებს იტალიასთან დაკავშირებით. გამყრელიძის განმარტებით, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით კი, მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისგან.

 

„დანარჩენი რეკომენდაციებია ჰიგიენური რეკომენდაციები, რასაც ჩვენ მუდამ ვიძლევით რესპირაციული ინფექციების გავრცელების დროს. ეს არის კარგი ჰიგიენური პირობების დაცვა ანუ ხელების რაც შეიძლება ხშირად დაბანვა, სველი წესით სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დალაგება, ხშირი განიავება, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, თავის მორიდება დიდი თავშეყრის ადგილებისგან. თუ მივდივართ თავშეყრის ადგილებში და გვაქვს გარკვეული რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია ქირურგიული პირბადის ხმარება და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები ხველა, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ამ ჩამოთვლილ ქვეყანაში, სადაც დღეს კორონავირუსული ინფექცია არის გავრცელებული, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს, ოჯახის ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებებს, რომელიც არის დასახელებული, ოთხი ინფექციური პროფილის კლინიკაა ქვეყანაში, თბილისის ცენტრალური, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები, შემდეგ ნაცხი გადმოგზავნილი იქნება ლუგარის ცენტრში, ჩატარდება კვლევა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული არის თუ არა ინფიცირება კოროვარუსული ინფქეციით. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ამ ტიპის 2019 წლის კორონავირუსული ინფექცია გახლავთ სერიოზული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. არა იმდენად სერიოზული როგორიც იყო მისი წინამავალი ინფექციები. მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია პანდემიური მზადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ელოდება ვირუსის გავრცელებას. 36 ქვეყანაში დღეს დაფიქსირებულია შემთხვევები, ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ იყო“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

 

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner