logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია
- +

27 თებერვალი. 2020. 13:10

 

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

 

ეზუგბაიას თქმით, პაციენტს ვირუსი კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნება.

 

„ინფიცირებული პაციენტი მაღალი სიფრთხილის გამო იქნა მოთავსებული ჩვენს ცენტრში, რადგან ჩამოვიდა ირანის იმ ქალაქიდან, სადაც გამოვლინდა ინფექციის ახალი შემთხვევები და საკმაოდ მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ამ პაციენტს შემოსვლისას არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონია, ტემპერატურა იყო ნორმა, ჩივილები არ ჰქონდა, ობიექტური სტატუსიც დამაკმაყოფილებელი იყო, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებითაც არანაირი ცვლილებები არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს პაციენტი შეფასდა, როგორც შესაძლო შემთხვევა, რადგან მას ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი. ამიტომ გადმოყვანილ იქნა სასაზღვრო ზონიდან, როგორც შესაძლო შემთხვევა და გაკეთდა კვლევა, დაუდასტურდა ეს ინფექცია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნებოდა ვირუსი. დღესაც ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, კვლავ არ აქვს ტემპერატურა, არც ჩივილები და არ ვლინდება ცვლილებები, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ხოლმე და შესაძლებელია, მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს მოხდეს პაციენტის დამძიმება, რომელიც პნევმონიის სახით გამოვლინდება. გრძელდება მეთვალყურეობა და არსებული სიტუაციის დინამიური მონიტორინგით გადაწყდება შესაბამისი დახმარება. მასთან ერთად მყოფ პირს, რომელიც მოგზაურობდა და მოთავსდა ჩვენს ცენტრში, კორონავირუსზე  ტესტი უარყოფითი აქვს, თუმცა, მასთანაც გრძელდება მეთვალყურეობა მთელი საინკუბაციო  პერიოდი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner