logo_geo
eng_logo
ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

27 თებერვალი. 2020. 20:36

 

 

“ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ინტერნეტ პორტალ „ვიენ ექსპრესის“ ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 16 პაციენტი, რომელთაც „კოვიდ-19“ დიაგნოზი დაუსვეს, სრულად გამოჯანმრთელდა და სახლებში დაბრუნდა.

 

ვიეტნამში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები 13 თებერვლის შემდეგ არ აღურიცხავთ.

 

ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელიც ვიეტნამის ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს, სამი თვის გოგონაა, რომელსაც ვირუსი ბებიისგან გადაედო. მკურნალობის დროს ჩვილთან ერთად იმყოფებოდა დედაც, რომელიც ბავშვს უვლიდა, თუმცა მას ვირუსი არ გადაეცა.

 

წყარო: mediamall.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner