ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. Imedinews-ის ინფორმაციით, ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.