logo_geo
eng_logo
54 მიწისქვეშა გადასასვლელში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
- +

1 მარტი. 2020. 22:19

 

 

,,თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

 

 

სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

 

 

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

 

 

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.  ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner