logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი; საუკუნეების განმავლობაში არაერთი ეპიდემია იყო და ეკლესიამ არც ერთხელ არ შეცვალა ზიარების წესი
- +

1 მარტი. 2020. 23:26

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ვინც არც მარხულობს, არც აღსარებას ამბობს და არც ზიარებას იღებს, ის რატომ შფოთავს ერთ კოვზზე?!

 

 

მართლა არ მესმის, რა აწუხებს?!

 

 

საუკუნეების განმავლობაში არაერთი ეპიდემია იყო და ეკლესიამ არც ერთხელ არ შეცვალა ზიარების წესი და ახლა ამ ახალმოდის მრჩევლების აზრს გაითვალისწინებს?!

 

 

ან რატომ უნდა გაითვალისწინოს, - ვირუსოლოგიის მამები არიან, ზებუნებრივი ძალა აქვთ თუ შთაგონების დიდი ნიჭით გამოირჩევიან?!

 

 

მეტი დაფიქრება გვმართებს, მეტი დაფიქრება, როცა რელიგიურ საკითხებზე საუბარს ვაპირებთ!

 

 

აღდგომა მოდის და ისევ "აღდგა"-"აღსდგა" თემისთვის მოემზადეთ, ზიარების საიდუმლო უფლის საიდუმლოთაგან ერთ-ერთია და თქვენი "მაღალგონიერება" ვერ შესწვდება!“ - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner