„ხომ იძახიან, ნებისმიერი ფორმატის არჩევნებში სასტიკად ვიმარჯვებთო, ჰოდა, გეეშვით ამ უაზრო ბლატაობას და გაიმარჯვეთ“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალური ქსელით გავრცელებულ იმ ვიდეოებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები მაჟორიტარულ სისტემას იცავენ.
„არანაირად არ ვისაუბრებ ნაცების პრინციპულობაზე, რადგანაც ისინი ამ ქიმერისგან კარგა ხნის წინ გაათავისუფლა მათმა ფიურერმა. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ „პოლიტპატიმრად ნაკურთხი“ ერთი ქურდბაცა-თაღლითის ჩანაწერი და დავსვა მეტად გულუბრყვილო შეკითხვა. ხომ იძახიან, ნებისმიერი ფორმატის არჩევნებში სასტიკად ვიმარჯვებთო, ჰოდა, გეეშვით ამ უაზრო ბლატაობას (მაპატიეთ რომ თაღლითების ლექსიკა გამოვიყენე) და გაიმარჯვეთ“,- წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.