საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან, ვიქტორია ჰორვატთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას.