logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: გამარჯობათ „ნაცებო“, თქვენ რავა მოგაბრუნებთ თქვე მართლა „ვოზდუხებო,,!
- +

3 მარტი. 2020. 01:21

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუს აქვეყნებს:

 

 

„სააკაშვილზე სულ ის ისტორია მახსენდება რაც ჩემი თვალით მინახავს, 2006 წელს ნავთობის კორპორაციამ გაზის ბალონების მინი ქარხანა ააშენა ლილოში, იქ ვმუშაობდი მაშინაც პიარის უფროსად, ერთი სამი თვე იყო გნიასი და მოლოდინი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს და ლენტი გაჭრასოო, წინა დღეს ხელოვნური ვარდები ჩაგვარგვევინეს მთელ პერიმეტრზე,უყვარს მიხოსო, დაცვა დარბოდა გიჟივით ზევით, ქვევით ,სახურავზე, კედლებზე, ავტომატები, სნაიპერები, ამდენი რამე ერთად პირველად ვნახე!

 

 

 მოკლედ როგორც იქნა გახსნის დღეც დადგა და ეზოსთან ოთხი ყვითელი ავტობუსიც მოაყენეს ხალხით გაძეძგილი, კარები არ გაუღეს სამი საათი, ჯერ ვერ მივხვდი ეს ხალხი ვინ იყო და რატომ იყვნენ გამომწყვდეული,მოვარდა თუ არა ექსკორტები წივილ კივილით,უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფები ,გამოაღეს ავტობუსის კარები და გამოყარეს ეს ხალხი ვინ სად გარბოდა ტრიალ მინდორზე ,თურმე ტუალეტებს ეძებდნენ საწყლები ,როგორც იქნა მიხომ წითელი ლენტი გაჭრა, პულტს მიაჭირა ხელი ,ბავშვივით ჭყლოპინებდა ,მერე თავის მოტანილ ტრიბუნაზე შეხტა და ამ ავტობუსებიდან ჩამოყრილ ხალხს დაუძახა მოდით ჩემთანოო ,აგერ გაიხსნა ქარხანა და ყველა აქ დასაქმდებითოო, მახსოვს ჩემი დირექტორის გაყინული სახე, სულ 20 კაცის საქმე არა აქ და ეს 400 კაცი სად წავიყვანოვოო ჩაიბურტყუნა სახეგამშრალმა, მიხომ საქმე გააკეთა, ტაში დაცხეს, ყველას ჩამოუარა ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა და მოქუსლა, დარჩა ეს რუსთავიდან ძალით ჩამოყვანილი 400 კაცი და ჩვენ გამშრალები.

 

ის ქარხანა ერთ კვირაში ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად წაიღო ,ისე რომ არც გახსნილა ,დღესაც დგას ის საცოდავი შენობა ტრასის გადაღმა და რამდენი გავივლი გიჟივით ვიცინი ის დღე რომ მახსენდება, ასე ხსნიდა და ასაქმებდა მიხო ხალხს.

 

გამარჯობათ „ნაცებო“ თქვენ რავა მოგაბრუნებთ თქვე მართლა „ვოზდუხებო,, თქვენ,“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner