logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი ბავშვობაში დაბრუნდა და საკუთარი შტაბი გახსნა
- +

3 მარტი. 2020. 20:57

 



სააკაშვილი ბავშვობაში დაბრუნდა და საკუთარი შტაბი გახსნა, შტაბი, რომლის ფუნქციაც გაუგებარი, ხოლო მომავალი ბუნდოვანია”, – ასე ეხმიანება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ყოფილი პრეზიდენტის მიერ გახსნილ და დაანონსებულ ე.წ. შტაბებს.

 

როგორც შტაბის გახსნაზე განაცხადა (სკაიპით ჩაერთო), აღნიშნული შტაბი არის აპოლიტიკური, ზეპარტიული, რომელიც მოსახლეობისთვის გარკვეული პლატფორმა იქნება. საუბარში ასევე აღნიშნა, რომ წარსულზე არ უნდა ვიკამათოთ და ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. ვერ დავეთანხმები სააკაშვილს, რადგან აწმყო/მომავალი წარსულის გარეშე არ არსებობს, ამიტომ სწორედ წარსულზე უნდა ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ!

 

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, სააკაშვილი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს საჯაროდ ემუქრებოდა და ამბობდა: „ყველას გიმახსოვრებთ, ყველას სახელი, გვარი და მისამართი ვიცით, ყველას დაგსჯითო“.

 

შტაბის პრეზენტაციაზე კი ფსევდოშემწყნარებელი და „მაღალი“ ღირებულებების მქონე მიშა ვიხილეთ. ალბათ, ყველას გვახსოვს სააკაშვილის მკვდრადშობილი იდეა, შეექმნა 5-კაციანი ჯგუფი - „პლანშეტიანი ადამიანები“, რომელმაც სრული კრახი განიცადა, რადგან იმდენად არასერიოზული იდეა იყო, რომ საქმე საუბრის იქით არ წასულა. „სააკაშვილის შტაბის“ სახელით, მიშამ მორიგი აფიორა შემოგვთავაზა, აფიორა, რომელიც მარცხისთვის არის განწირული”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner