logo_geo
eng_logo
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 20 ადამიანი იმყოფება
- +

4 მარტი. 2020. 12:07

 

 

“გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში 20 პაციენტი იმყოფება, ყველა მათგანის ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ინფექციური ვირუსი არ აქვთ, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა.

 

 

ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 ნიმუშიდან, ყველას პასუხი უარყოფითია.

 

 

„ჩვენგან გაგზავნილ ნიმუშებზე პასუხი არის ყველა უარყოფითი. ჰოსპიტალში ამ დროისთვის 20 პაციენტი იმყოფება. მათი ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი. არც ერთს არ აღენიშნება სიმპტომები. ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ვმოქმედებთ. ახალი პაციენტების ნიმუშების გაგზავნა საჭირო არ გამხდარა, რადგან მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომატიკა და ისინი იმყოფებიან საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.

 

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვებისა და პრევენციის მიზნით, სამი სამხედრო პირი, ირანის ხუთი მოქალაქე და საქართველოს 12 მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner