დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მთელი საქართველო იცნობს. საზოგადოება ბოლო დღეებში კორონავირუსის გამო, ყოველდღიურად ელოდება მისგან ახალ და საიმედო ინფორმაციას.
ყოველდღიურ რეჟიმში სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის მისამართით უამრავი კომენტარი იწერება. საზოგადოების უმეტესი ნაწილი მის პროფესიონალიზმს, გაწონასწორებულ საუბარს და ღიმილსაც კი აღნიშნავს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ საყოველთაო პანიკაში, ამირან გამყრელიძე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში.
"ღიმილიც როგორ უხდება... აი, ადამიანი, მშვიდი, გაიგებ რას ამბობს... ბატონო ამირან თქვენ მინისტრობის ღირსი ბრძანდებით“... მადლობა ბატონ ამირანს თავდადებისთვის ერის წინაშე, ამ ადამიანზე რომ ვინმეს აუგი წამოცდება...რა სიმდაბლეა!... საყოველთაო პანიკაში აღმოჩენილი, ყველაზე მშვიდი და სიამედო გმირი" - წერენ სოციალურ ქსელში.
2013 წლის 7 თებერვლიდან ამირან გამყრელიძე გახდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.