logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული
- +

4 მარტი. 2020. 15:15

 

 

„თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული,“ -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რუსეთის მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია.

 

„მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.

 

ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მითუმეტეს - გარიგებას.

 

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას. რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას.

 

როცა ვიცით, რომ მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო, შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner