logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამხანაგო მიხავ, მოუთმენლად ველოდებით შემოდგომას!
- +

4 მარტი. 2020. 18:53

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

  

„სასწრაფოდ. უკრაინა. კიევი. ამხანაგ მიხა სააკაშვილს.

 

ამხანაგო მიხავ, როგორც კი გვიბრძანეთ, ოჯახში ეგრევე შევქმენით წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბი. ამ ეტაპზე მე და ჩემი 5 წლის შვილიშვილი გავდივართ ფიზიკურ მომზადებას - ხან მე ვიმალები მაგიდის ქვეშ, ხან ის... ხან მე გამოვყოფ ხოლმე საწოლის ქვემოდან თავსა, ხან ის.

 

გუშინ ჟუჟუნას მაღაზიაში ვიყიდეთ ორი ცალი ავტომატი, წყალი ჩავასხით და მთელი დღე ვიწუწავეთ, კორონასი და ეგეთი რაღაცებისა საერთოდ არ გვეშინია. სახლში აპროტესტებენ, მეტი ჭკუა არ გაქვთო? ესენი ვერ ხვდებიან, რომ დიადი საქმე მსხვერპლს ითხოვს.

 

იმ კვირიდან გადავდივართ თეორიულ მომზადებაზე, ზედმიწევნით უნდა შევისწავლოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მავნებლური საქმიანობა.

 

ვიცით და ვაცნობიერებთ, როცა სახლში სანგრების გათხრაზე გადავალთ, ატყდება ერთი ამბავი, იქნება უკომპრომისო პროტესტი, მაგრამ ჩვენ ეგ არ გვაღელვებს, მაინც ამოვთხრით!

 

ამხანაგო მიხავ, მოუთმენლად ველოდებით შემოდგომას!

 

კავშირის დასასრული“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner