კახა კალაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მაინც შედგება:
“ოპოზიციაშიც არის განხეთქილება, მე კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა იმ პატარა პოლიტიკური პარტიებისთვის, მათთვის დღეს იქმნება რეალური შესაძლებლობა, თუ იქნება 1%-იანი ბარიერი, არ აქვს მნიშვნელობა 100/50-ზე თუ 110/40-ზე, საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ რეალურად უჩნდებათ შესაძლებლობა მოხვდნენ პარლამენტში. მოვისმინეთ ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხერხდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.