„ვამზადებ შესაბამის წერილს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პარიზის ოფისში გასაგზავნად, თუ რამდენად შესაფერისია ეს ადამიანი, რომ წარმოადგენდეს და საუბრობდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის სახელით”,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აცხადებს, გუშინ ბატონმა ფადი ასლიმ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) პრესრელიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მე მას სიცრუეში ვადანაშაულებ და შეცდომაში შემყავს საზოგადოება.
„ვინაიდან ჩვენს შორის დაწყებული პოლემიკა ცალსახად გასცდა პირად მოსაზრებებს, დამდო პატივი და გადაიყვანა ორგანიზაციის დონეზე, ვიტოვებ უფლებას პირველ რიგში მივმართო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის საბჭოს წევრებს: პირველ ვიცე-თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს, მეორე ვიცე - თავმჯდომარეს მაია სიდამონიძეს, ასევე ლექსო ალექსიშვილს. არიან თუ არა ისინი ამ პოლემიკის საქმის კურსში და ეთანხმებიან თუ არა ორგანიზაციის თავმჯდომარის მხრიდან პოლემიკაში გამოყენებულ აშკარად შეურაცმყოფელ სიძულვილის ენას და ასევე, საქართველოს ეკონომიკის შეფასებებს იმ ციფრების მანიპულირებით, რომელსაც ის იყენებს.
ამასთან, ვამზადებ შესაბამის წერილს პარიზში გასაგზავნად ორგანიზაციის სათავო ოფისში, თუ რამდენად შეეფერება ეს ადამიანი წარმოადგენდეს და საუბრობდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის სახელით.
აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მსურს გავაკეთო განმარტება ამ საკითხზე. ბუნებრივია, მის ყოველგვარ ზღვარგადასულ ლექსიკაზე ამჯერად თავს არ შეგაწყენთ. ის თავადაც შეგიძლიათ იხილოთ მისი ფეისბუქ გვერდიდან.
რამდენიმე სიცრუე ფადი ასლის კომენტარებიდან, რომელიც მან ბოლო პერიოდში ქართულ მედიასთან და ფბ გვერდზე გააკეთა:
ეს ტყუილია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის ოქტომბრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2012 წელს ნომინალური მშპ აშშ დოლარში იყო -15.487 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელის მიხედვით-15. 925 მილიონი აშშ დოლარი. შესაბამისად, 438 მილიონი აშშ დოლარით მეტი.
ბატონი ფადი მიზანმიმართულად იყენებს რა მცდარ რიცხვებს და დასკვნებს, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისათვის, საბოლოო ჯამში წარმოადგენს ისტორიული ქრონიკის ფალსიფიკაციის და მოდელირების უბადრუკ მცდელობას“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.