აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 6-7 მარტს, სვანეთში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
სამედიცინო აქციაზე დევნილებს გამოკვლევების ჩატარება შეეძლებათ შემდეგ სპეციალისტებთან: ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნერვლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი და ქირურგი.
ასევე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაეცემათ შესაბამისი რეკომენდაციები და დაურიგდებათ მედიკამენტები ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ღონისძიებას მონიტორინგს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე გაუწევს.
მედიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და სამედიცინო გამოკვლევებს 6 მარტს მესტიაში საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანების შენობაში, 7 მარტს კი ჭუბერში - ამბულატორიის შენობაში, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ჩაუტარებს.