“ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა” - ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
“ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა.
ბალტიისპირელ, რუს და უკრაინელ მწვრთნელებზე თავშეკავებული მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი. გადატენილი სპორტის სასახლე დადებითი თუ უარყოფითი ემოციებისგან როდესაც ზანზარებდა მხოლოდ ბატონი ლევანი ახერხებდა მშვიდად ყოფილიყო და პროფესიულად აუღელვებლად გაეგრძელებინა თავის საქმიანობა.
ერთი კოლია დერუგინით ახერხებდა კოლიაზე ორჯერ დიდი ტკაჩენკო და ბელასტენის შეჩერებას კიევის სტროიტელის, რიგის ვეფის, ტალინის კალევის, კაუნასის ჟალგირისისა და მოსკოვის ცსკას არა ერთგზის მძლეველი, კალათბურთის ნოდარ ახალკაცი, იმდენი სიხარული და აღტაცება აქვს დატოვებული თავის თაობასა თუ ახალგაზრდობაში ათას ადამიანს ეყოფა სავიზიტო ბარათად სამოთხეში მოსახვედრად.
ღმერთმა აცხონოს ბატონი ლევანი!“ - წერს მალხაზ თოფურია