logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: უმაღლესი ჯილდოები ეკუთვნით გამყრელიძე-იმნაძის გუნდს!
- +

8 მარტი. 2020. 00:23

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

 

„ამირან გამყრელიძეს თვალი არ მოუხუჭავს, არ დაუსვენია, საზოგადოების დამშვიდებასაც და ზომების მიღებასაც ასწრებდა!.. ევროპელ ექიმებზე ადრე იჭერდა ყველაფერში თადარიგს, ამდენი ხანია ვირუსს ქალაქში არ გამოუღწევია, არადა ევროპის დიდ ქალაქებში ყველგან გაფანტულია უკვე და ასობით – დაავადებული ჰყავთ ყველგან, თუ ათასობით არა!.. ამირან გამყრელიძეს, როგორც ჩვენს ნუგეშს და იმედს, ასე შევყურებთ და ყველა ვემადლიერებით, ვაქებთ და ვადიდებთ სწორედ რომ დამსახურებისამებრ!!!.. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც განსაკუთრებით აღნიშნეს ჩვენი ამირანის და მთელი გუნდის პროფესიონალიზმი!

 

 

აი, მტერი თუ არ ხარ, როგორ უნდა გაგიხარდეს და ენა მოგიტრიალდეს ამირან გამყრელიძეზე, ან მის შვილზე ... ნიკას გადაედო ერთი დუპლეტის გამო , რომელმაც ოჯახთან ერთად, იტალიიდან ჩამოიტანა კორონა-ვირუსი და თან თათბირი ჩაატარა , სადაც გადასდო ამ ადამიანს. ნეტა მეტი ექიმი არ იყოს ინფიცირებული!.. ნიკოლოზ გამყრელიძე არ ყოფილა საზღვარგარეთ (არ აჰყვეთ ბოროტ ჭორებს!

 

 

თან ის ნამოგზაურები იდიოტიც მეცოდება, მძიმედ ყოფილა) ღმერთო, ყველას უშველე !

 

 

რა შუაშია ამირან გამყრელიძე , ან ნიკოლოზ გამყრელიძე, უნდა დასიზმრებოდათ, რომ კორონავირუსიანი გვერდით მიუჯდებოდა?! რა ხელების დაბანა და პირბადე უშველიდა, თათბირს თუ ერთად ატარებდნენ?!. ან ასეც რომ არ იყოს, ამირან გამყრელიძეზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს? და რაო? ამერიკაში “ყველაგან ამაზე ილაპარაკებდნენ და მოაშორებდნენო”. ვაი, თქვნს პატრონს , რა ცუდად იცნობთ ამერიკას და ამერიკელ ხალხს.. ზუსტად რომ ძეგლს დაუდგამდნენ ამირან გამყრელიძესაც და მის შვილსაც , რომლებიც იმდენს ზრუნავენ ხალხზე, საკუთარი ოჯახის წევრები აღარ ახსოვთ და საკუთარ უსაფრთხოებაზე ყველაზე ნაკლებად რომ ფიქრობენ!.. და ვისაც ამ ადამიანებზე ენა ცუდად უტრიალდება, ის მორალისგან და ზნეობისგან ძალიან შორს დგას,.. და ყველაფრის ღირსია…

 

 

ჩემი დიდი სიყვარული ამირან გარყრელიძეს,  ნიკას გამოჯანმრთელება. ვფიქრობ, ხალხიც დამეთანხმება, უმაღლესი ჯილდოები ეკუთვნით გამყრელიძე-იმნაძის გუნდს!..

 

 

ასევე, თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, რეზო ჟღენტს ყველას, ყველას , ვისაც არ გიცნობთ სახელებით და გვარებით. ერთად მოვერევით კორონას!

 

p.s. ლალის მივბაძავ და ვინც აპირებთ ამირან გამყრელიძის და მისი გუნდის კრიტიკასაც კი, წინასწარ წამშალეთ , თორემ არ ვარ პასუხისმგებელი, ისე გავცოფდები!“ -  წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner