logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარიშვილი: აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!
- +

8 მარტი. 2020. 01:22

 

 

“აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მისი თქმით, იტალიაში, ერთ დღეში, კორონავირუსით დაინფიცირებული 49 ადამიანი გარდაიცვალა.

 

“იტალიაში, ერთ დღეში, კორონავირუსით დაინფიცირებული 49 ადამიანი გარდაიცვალა!

იქნებ, ვინმემ ნახა გარდაცვლილთა ფოტოები ?!

იქნებ, ვინმემ ნახა ინტერვიუები გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან?!

იქნებ, ვინმემ ნახა ქვრივები და ობლები, რომლებიც ტირილით ადანაშაულებენ იტალიის ხელისუფლებას?!

თუ ნახავთ, მეც გამიზიარეთ!

აქ რომ ვინმე გარდაიცვალოს კორონავირუსით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!

გახსოვთ, ცნობილი შეკითხვა – “გვეშველება რამე?”

პასუხიც ხომ ყველამ ვიცით?!

მე კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტრის პასუხის პერიფრაზით ვუპასუხებ:

არ ვართ ჩვენ კარგად, არ ვართ კარგად!”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner