"400 მილიარდამდე კალიისგან შემდგარი უზარმაზარი ფარა, რომელმაც ირანს და ერაყს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გადაუარა, თურქეთის საზღვრისკენ მიემართება… იმედია თურქეთიდან ჩვენკენ არ წამოვლენ. კალიები დღეში 150 კილომეტრს გადიან და თურქეთ-ერაყის საზღვრიდან, მათ სულ რაღაც 7-10 დღეში შეუძლიათ საქართველოში ჩამოაღწიონ…
როგორც თურქი სპეციალისტები აცხადებენ… კალიების ამ ჯგუფს, დღეში 35 000 ადამიანის სამყოფი სოფლის მეურნეობის პროდუქტის შთანთქმა და განადგურება შეუძლია” _ წერს კახაბერ ადამია და ვიდეოს ავრცელებს.