logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს!
- +

18 მარტი. 2020. 01:44

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

განსაკუთრებით, ჟურნალისტებს უჩნდებათ კითხვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რესპონდენტებს ათქმევინონ, რომ შემოსაღებია!

იცით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანა კანონებით კი არა, დეკრეტებით იმართება და მედიაც იზღუდება: მხოლოდ კონკრეტულ ოფიციალურ პირს ექნება საჯაროდ გამოსვლის უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე?!

დღეს მედია საზოგადოების ინფორმირებას ცდილობს და კარგადაც გამოსდის! მართალია, ზოგიერთის მიზანია დაძაბულობის ტემპერატურის აწევა, მაგრამ მძლავრი საინფორმაციო ნაკადი მათაც "აგრილებს"!

კიდევ ერთხელ ვიტყვი:

არც ახალი კორონავირუსი (სიკვდილიანობის მაჩვენებლით) და არც მასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება არ საჭიროებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner