2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მადლიერებას გამოხატანს ქართველი ექიმების მიმართ.
„ვუერთდები ამ, ემოციურ, მადლიერების გამოხატვის აქციას. მადლობა ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში იბრძვის საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ამ კრიზისის დასაძლევად. მადლობა ბატონ პრემიერს, უმაგრეს ხელმძღვანელს, მადლობა ჩვენს მთავრობას, რომელმაც, მართლაც საოცარი მობილიზება აჩვენა, ასეთი რთული, მსოფლიო გამოწვევის დროს. ბრავო! ბრავო! ბრავო!“, - წერს ია მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.