ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„ორი დღის წინ დავწერე პოსტი, ინფორმაცია რომელიც ჩემმა კოლეგამ, ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა მომაწოდა და რომელიც ჩემი წყაროებითაც გადავამოწმე, 13-ში ღამით კიევიდან მოფრინავდა რეისი, სადაც ისხდნენ იტალიიდან სპეცრეისით გადმოყვანილი ქართველები და ასევე კიევიდან წამოსული მგზავრები, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე. იმ რეისზე 6 ადამიანს დაუფიქსირდა მაღალი სიცხე და დღემდე კარანტინში არიან, კაპანაძე კი სახლში წაბრძანდა და თურმე მხოლოდ ორი დღე ყოფილა თვითიზოლაციაში, მერე ინტერვიუებს არიგებდა წარა- მარა! ამ პოსტის მერე ტანზე შემოიხიეს „ევსაქებმა“, კივიან ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ „ქოცებიო“ , არადა თავად კაპანაძე წერს რომ ნამდვილად იმყოფებოდა ორი დღე კიევში, გადმოფრინდა 13-ში და არ იცოდა თურმე რომ იმ რეისიდან ვინმე დღემდე კარანტშია, ჩემი გინებით გულს იფხანენ კედელ კედელ, თქვენი გინება ნაკლებად მაღელვებს, ორი დღე არ გაგეცით პასუხი , ახლა კი გირჩევთ დაოკდეთ. არავის დაუბრალებია არაფერი , თქვენი მოქალაქეობრივი შეგნება უნდა ყოფილიყო თავად, რომ, როცა 13-ში მოფრინავ უცხო ქვეყნიდან, ორი კვირა სახლში დაჯდე მინიმუმ და ჟურნალისტებთან არ გამოქროლდე ინტერვიუს მისაცემად! შემოიხიეთ ახლა და ,,აპრავეთ,,თქვენი კაპანაძე ,ესაა სრული სიმართლე და გინდათ თავად გამოითხოვეთ საზღვრის კვეთაზე ოფიციალური ინფორმაცია! ტყუილებს, ფეიკებს და ყალბ ინფორმაციებს თქვენ ხართ ჩვეული და ვატყობ მიშასთან თანაცხოვრებამ ვერაფერი გასწავლათ! ,,ნეხვი-გე,, მოიკითხეთ თქვენს რიგებში!!!“ - წერს ჟურნალისტი.