ირანის უმაღლესი ლიდერი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად კიდევ 10,000 პატიმარს შეიწყალებს, - CBSnews-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო ტელევიზიამ დღეს გაავრცელა.
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, ირანმა დროებით უკვე გაათავისუფლა 85 000 პატიმარი.
ირანში კორონავირუსმა 1 100 ადამიანი იმსხვერპლა.
ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის დაახლოებით 20 000 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც უმრავლესობა ირანიდანაა.