logo_geo
eng_logo
ირანი დამატებით 10 000 პატიმარს შეიწყალებს
- +

19 მარტი. 2020. 23:16

 

 

ირანის უმაღლესი ლიდერი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად კიდევ 10,000 პატიმარს შეიწყალებს, - CBSnews-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო ტელევიზიამ დღეს გაავრცელა.

 

 

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, ირანმა დროებით უკვე გაათავისუფლა 85 000 პატიმარი.

 

 

ირანში კორონავირუსმა 1 100 ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსის დაახლოებით 20 000 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც უმრავლესობა ირანიდანაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner