logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: აპრილის ბოლოს 1 200-მდე ინფიცირებული გვეყოლება, პიკი შეიძლება იყოს უფრო ივლისში
- +

8 აპრილი. 2020. 23:02

 

 

“აპრილის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-დან 1 200-მდე გაიზრდება,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა “ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა.

 

 

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, ელოდებიან, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდება და 350-დან 400-მდე გაიზრდება. გაორმაგებას ელოდებიან მომდევნო კვირის ბოლოსაც. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.

 

 

„თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, ან ასე და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე გარკვეული პერიოდულობით იკრიბება ჯგუფი ექსპერტებისა, ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს შეუძლია შემოგვიერთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner