დღეს საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. 16 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"16 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +21, +26° - მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30° იქნება." - აცხადებენ სააგენტოში.