logo_geo
eng_logo
გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილს შეხვდა
- +

16 ივნისი. 2016. 21:09



 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს შედგა.


აღნიშნული ინფორმაცია "კვირას" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში დაუდასტურეს.


მათი ცნობით, გიგა ბოკერიამ და გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.


ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ აკონკრეტებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner