ცნობილი ალერგოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის ვარაუდით, კოვიდ 19-ის ვაქცინის გამოგონებამდე ადამინებს პირბადეებით ცხოვრება მოუწევს.
“ჩვენი ქვეყნისთვის და მსგავსი ტიპის ქვეყნებისთვის, დღეში ვირუსის ორი-სამი შემთხვევა, არ არის ის შემთხვევა, რომ ჩვენს ქვეყანას და ჯანდაცვის სისტემას ძალიან დააწვეს, ამიტომ შესაძლებელია სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მოსახლეობა გაუშვას.
მთავარი, რასაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ინფექციამ უნარები და ჩვევები უნდა შეგვიცვალოს, ვიდრე ვაქცინა არ გვექნება. ვაქცინამდე მოწყვლადი ჯგუფები ამ ინფექციის დროს გადავმალოთ, შუა პოპულაცია, რომელსაც რისკი არ გააჩნიათ, ვფიქრობ მაისის დასაწყისიდან უნდა მოხდეს მათი გაშვება და ამის შემდგომ, თანდათანობით ქვეყნა უნდა ამუშავდეს“- აღნიშნა რადიო იმედთან ბიძინა კულუმბეგოვმა.