logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ანგელა მერკელი სკეპტიკურად იყო განწყობილი სააკაშვილის მიმართ
- +

17 ივნისი. 2016. 15:43


მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. მამრაძის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას. ასევე მამრაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში იყო წარმატებული და წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან  ანგელა მერკელი სკეპტიკურად იყო განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახლა კი ხედავს, რომ  პროგრესულად მოაზროვნე და მყარი ფსიქიკის ადამიანია პრემიერ-მინისტრი.


„კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში წარმატებული იყო. ანგელა მერკელი სკეპტიკურად იყო განწყობილი სააკაშვილის მიმართ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტამდე, მერკელმა თქვა, სააკაშვილმა რომ მიიღოს MAP, მაშინვე დაიწყებს სამხედრო მოქმედებას ან აფხაზეთში, ან სამხრეთ ოსეთში და შეეცდება, მთელი დასავლეთი ჩაითრიოს რუსეთთან კონფლიქტში. ახლა ყველა აღიარებს, რომ მერკელი მართალი იყო. დღეს კი გარღვევაა ამ მხრივ, ნდობა იქმნება, ხედავენ, რომ პრემიერ-მინისტრი პროგრესულად მოაზროვნე და მყარი ფსიქიკის ადამიანია.

გამორიცხულია, ევროპა უყურებდეს ,ოქტომბრის არჩევნები როგორ ჩაივლის. საკმაოდ მალე საქართველო სხვებთან ერთად ვიზა-ლიბერალიზაციას მიიღებს",- განაცხადა მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner