logo_geo
eng_logo
მადონა კოიძე: „Iphone+“-მა Iphone 5-ის დემოვერსია გაყიდა
- +

17 ივნისი. 2016. 16:42


საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „Iphone+"-ის მიერ გაყიდული პროდუქციის შესახებ ისაუბრა. კოიძის განცხადებით, „Iphone+"-მა გაყიდა Iphone 5-ის დემოვერსია, რომელიც არ არის განკუთვნილი გაყიდვისთვის. დემოვერსია წარმოადგენს ტელეფონს, რომელიც განთავსებულია გასაყიდ ობიექტებში მხოლოდ მომხმარებლისთვის საჩვენებლად. კოიძემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული კომპანიამ არ შეასრულა გარანტიით დაკისრებული ვალდებულება.


„მადია თათარაშვილი დაგვიკავშირდა, რომელიც საოცრებას წააწყდა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, რომელიც არსად ხდება მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ მეორადი ტელეფონების რეალიზაცია ხდება, რაც შემოსავლების სამსახურმა დააფიქსირა და ძიება მიმდინარეობს. ამის გარდა გაიყიდა „Iphone+"- ში მოდელ Iphone 5-ის დემოვერსია. ტელეფონს აწერია ყუთზე, რომ გაყიდვისთვის არ არის განკუთვნილი. ვინაიდან ეს არის სადემონსტრაციო ტელეფონი, უნდა იყოს მაღაზიაში განთავსებული. როდესაც მომხმარებელმა მისი გამოყენება დაიწყო, ტელეფონს დედაპლატა გადაეწვა, არანაირი გარანტია არ დაუკმაყოფილეს. ცნობილი მოტივი მოიყვანეს, რომ ტელეფონი არის დავარდნილი ან დასველებული. ამ შემთხვევაში დასკვნა გაიცა, რომ ტელეფონი იყო დავარდნილი, მაგრამ დასკვნაც არის ეჭვქვეშ, რადგან მათ არ ჰყავთ ავტორიზირებული უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური დასკვნა გასცეს",- განაცხადა კოიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner