logo_geo
eng_logo
ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი
- +

18 ივნისი. 2016. 14:46



ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკო განცხადებით, ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.



მისივე თქმით, კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ექსპერტიზა მიმდინარეობს და იგი ჯერ არ დასრულებულა.



პირველ დღეს ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ატარებენ ძალიან დეტალურ გამოკითხვას - პრაქტიკულად გამოძიებას კვების პროდუქტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



მისივე თქმით, თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 11 ბავშვიდან კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ ორი რჩება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner