logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობს ნებისმიერი პატიმარი!
- +

19 ივნისი. 2016. 22:59


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედის დროში" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომელიც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.  



„ვანო მერაბიშვილი როგორც რიგითი პატიმარი დღეს უკვე სარგებლობს ყველა იმ უფლებით, როგორც მისი თანამესაკნე ან სხვა პატიმარი, რომელიც დღეს შეიძლება იმყოფებოდეს ციხეში.

 

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ 2 წლის წინ, როდესაც მერაბიშვილი 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, ეს პატიმრობა იყო კანონიერი. მეტიც, ეს პატიმრობა იყო საფუძვლიანი და დასაბუთებული.

 

დასაბუთებული იყო იმ ნაწილში, როდესაც პირველად შეუფარდა მას მოსამართლემ 9 თვიანი წინასწარი პატიმრობა."- განაცხადა წულუკიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner