logo_geo
eng_logo
სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბია
- +

20 ივნისი. 2016. 11:05



სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბია. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.



გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს 11 აქციის მონაწილე.



ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლგბტ წარმომადგენელთა შეკრება „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის" მიზნით აკრძალა.



კიდევ ერთი ყოველწლიური ლგბტ აქცია, რომელიც 26 ივნისს სტამბოლში იყო დაგეგმილი, ასევე აიკრძალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner