logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: მთავრობა ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეს მხოლოდ „პრადვინუტებს“ არ მოსწონთ
- +

11 ივნისი. 2020. 15:12

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები,  მერიის კულტურის სამსახურის უფროსს ანრი ბასილაიას შეხვდნენ.

 

როგორც „POST TV“-ის ეთერში დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მერიას მიმართეს თხოვნით, საქართველოს დიდ ქალაქებში დამონტაჟდეს სცენა, სადაც კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლები შეძლებენ, უსაფრთხოების ნორმების ფარგლებში თავიანთი საქმიანობა განაგრძონ.

 

მერიაში  საინტერესო შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერი კახა კალაძე დაინტერესებულია ამ ადამიანების პრობლემებით, მის მოადგილესთან ერთად. დიდი მადლობა ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და ანრი ბასილაიას, რომ დაინტერესდნენ ამ თემით. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კულტურაში მოღვაწე ადამიანები ყველა ერთად დადგა. ისინი ფიქრობენ, როგორ უნდა განაგრძონ საქმიანობა.

 

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კულტურის პალატასთან შეიქმნა ხელოვანთა დარბაზი. ეს არის კულტურის პალატის სათათბირო ორგანო, სადაც ჩვენი მეგობრები არიან გაერთიანებული და წერენ ჩვენს ხედვას, პროგრამას, თუ როგორ წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი საქმიანობით ხელი არ შევუშალოთ მთავრობას, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა 3 თვის განმავლობაში.

 

გავაჟღერეთ ასეთი რამ, რომ თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში მოეწყოს ღია სცენა, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი აპარატურით, განათებით, გახმოვანებით და ეკრანით. ასე კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეძლებენ, თავიანთი საქმიანობა განაგრძონ.

 

ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს  გვესმის, რომ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაა მთავარი და მთავრობაც ეს პერიოდი ამას აკეთებდა, ეს  მხოლოდპრადვინუტებსარ მოსწონთ, მაგრამ არაუშავს“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

დავით ოქიტაშვილის განცხადებით, საჭიროა შედგეს სამუშაო ჯგუფი, სადაც მერიის კულტურის სამსახური და კულტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავებენ და დასახავენ მიზანს, როგორ შეიძლება კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა განაგრძონ ისე, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

 

მთავრობა ფიქრობს იმ ხალხზე, რომელიც დღეს გაურკვეველ სიტუაციაშია. თუ კულტურის სამინისტროც ჩაერთვება დიალოგში, კარგი იქნება. ქვეყანაში კულტურის პოლიტიკის გამტარებელი კულტურის სამინისტროა, ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ, მერიასთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი ჯგუფი შეიქმნასრომელიც იმუშავებს ჯანდაცვის წარმომადგენლებთან.  როგორც ჩაერთო მერია, კულტურის სამინისტროც აუცილებლად უნდა ჩაერთოს და ამ ხალხთან ერთად სტრატეგია დაისახოს“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner