logo_geo
eng_logo
ნატო დუმბაძე: ვიგრძენით, რომ ვიღაცამ ჩვენზე დაიწყო ზრუნვა
- +

11 ივნისი. 2020. 17:23

 

 

არის მოსაზრება, რამდენიმე ლოკაციაზე აშენდეს თეატრისთვის და კონცერტებისთვის ღია სივრცე. ასევე დიდ ქალაქებშიც, რომ ტურნე მოაწყონ მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და მსახიობებმა, - ამის შესახებ პროდიუსერმა ნატო დუმბაძე „POSTV“-ის ეთერში განაცხადა, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მერიის კულტურის სამსახურის უფროსს ანრი ბასილაიას შეხვდა.

 

ნატო დუმბაძის განცხადებით, კორონავირუსმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები სამსახურის გარეშე დატოვა, სწორედ ამიტომ, საჭიროა, შესაბამისმა უწყებებმა, ჩამოაყალიბონ კონცეფცია და უსაფრთხოების ნორმების ფარგლებში, ამ ადამიანებს თავიანთი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცენ.

 

საინტერესო შეხვედრა იყო. ვიგრძენით, რომ ვიღაცამ ჩვენზე დაიწყო ზრუნვა. ანრი ბასილაია თითოეული იქ მყოფის წინადადებას იწერდა, ერთად ვმსჯელობდით. მოვითხოვეთ, რომ ჯანდაცვის წარმომადგენელთანაც მოგვიწყონ შეხვედრა. ანრი ბასილაიამ ყველას მდგომარეობა გაიზიარა. ყველაფერი ჩაიწერა, რაც ვთხოვეთ.

 

არის მოსაზრება, რამდენიმე ლოკაციაზე აშენდეს თეატრისთვის და კონცერტებისთვის ღია სივრცე. ასევე დიდ ქალაქებშიც, რომ ტურნე მოაწყონ მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და მსახიობებმა

 

მინდა, რომ დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისი და .შ.,  დამონტაჟდეს სპეციალური სცენა, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციას“, - განაცხადა ნატო დუმბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner