,,იმედის კვირამ“ და ქეთევან ქარდავამ იტალიაში იმოგზაურეს. ჟურნალისტი კრიზისის შემდეგ იტალიაში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და ნახა როგორია ერთ დროს სავსე ტურისტული ადგილები. ვენეციისა და ვატიკანის გარდა ის საქართველოსაც ესტურა და ქართველი ემიგრანტების ბედით დაინტერესდა, რომლებმაც ურთულესი სამი თვე გამოიარეს.
საელჩომ ავიაკომპანიასთან შუამდგომლობა გაუწია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონეთ, ონკოპაციეტებს, ქრონიკული დაავადების მქონეებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, შშმ პირებს, სტუდენტებს და თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. სხვადახვა ქალაქებიდან რეანომობილებით რომში ტრანსპორტირებაც გახდა აუცილებელი. სამშობლოში დაბრუნდა ათასამდე მოქალაქე.
ჟურნალისტი ქართველ ემიგრანტსაც გაესაუბრა, რომელიც კორონავიურსისგან გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის სიმპტომები მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. სახლში მარტო დარჩენილი 7 დღე ებრძოდა ვირუსს და ბოლოს თავადაც 25 დღით ჰოსპიტალში მოხვდა.
იტალიაში საერთაშორისო ტურიზმი 3 ივნისიდან აღდგა.