-
+
22 ივნისი. 2020. 01:22
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა და არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო :