logo_geo
eng_logo
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
- +

22 ივნისი. 2020. 01:22

 

 

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა და არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner