არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება
-
+
23 ივნისი. 2020. 13:54
„სიმართლე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, დროის, რესურსების და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და ქვეყნის დემოკრატია გაძლიერებულიყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე მარტივი არგუმენტებიდან გამომდინარე. მისი პრემიერ-მინისტრობის, მისი პარტიის თავმჯდომარეობის და მისი ლიდერობის პირობებში, მისმა გუნდმა - ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა - გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო უფრო სტაბილური“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.