logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ იკვეთება
- +

23 ივნისი. 2020. 14:58

 

 

„გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ იკვეთება“, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი.

 

„ჯერჯერობით სისხლისსამართლებრივი დევნა ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული არ არის. როგორც გითხარით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

 

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ექსპერტები მუშაობენ. ჯერჯერობით დასკვნა ჩვენ არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ ექპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner