„პუტინმა მინსკში, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო და ომით დამემუქრა“, – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
gordonua.com-ზე აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მის ხუთსაათიან საუბარზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
„დსთ-ს სამიტზე მინსკში, 2006 წელს პუტინმა ცალკე, ბნელ ოთახში გამიყვანა, მუხლში ფრჩხილები ჩამასო – ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით – და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგში ვნახეთ, ის არ ხუმრობდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.