logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თეიმურაზ ჭკუასელის ახალი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
- +

21 ივნისი. 2016. 11:14


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თეიმურაზ ჭკუასელის ახალი წიგნის „როცა სარკეები აღარ იღიმებიან" პრეზენტაციას დაესწრნენ.


წიგნი, რომელშიც თემურ ჭკუასელის შემოქმედების საინტერესო ნიმუშებია თავმოყრილი, ავტორის მეუღლის ნანა კობიძის ხსოვნას მიეძღვნა.


ღონისძიება რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა „ქართულმა ხმები" გააფორმა, რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა და მას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner