logo_geo
eng_logo
ვერა წიგნაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალეს
- +

21 ივნისი. 2016. 15:42


ცნობილი ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას წიგნაძის ოჯახის წევრებთან ერთად, მოცეკვავეები, ბალერინები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



ცნობილი ქართველი ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ვერა წიგნაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვერა წიგნაძე 1924 წლის 24 სექტემბერს ქალაქ ბაქოში დაიბადა.



მან 1943 წელს ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, 1943-1946 წლებში ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე.



2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს.



2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ვერა წიგნაძე „ხელოვნების ქურუმის" წოდებით დააჯილდოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner